პროგრესული ტექნოლოგიის გამოყენება იწყება შენობის საძირკვლის ჩაყრით, რომელიც მყარ ბეტონის ფილას წარმოადგენს. მცოცავი (ტუნელური) ყალიბის შემთხვევაში კონსტრუქცია პრაქტიკულად ერთი მთლიანობაა. რკინაბეტონის სვეტების ნაცვლად, გვირაბის მსგავსი სპეციალური კონსტრუქციები დგას, ტიხრებში და ყალიბის ზემოთ არსებულ სივრცეში მოთავსებულია ასაწყობი ფოლადის კონსტრუქციები, ამ კონსტრუქციების შეერთების შემდეგ ხდება მთლიანი იატაკის და ტიხრების ბეტონირება, შესაბამისად კონსტრუქციის სიმტკიცე არის ძალიან მაღალი. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მიერ ნაგები შენობების შემთხვევაში შიდა კედლების 80% მზიდი, მონოლითურია.
მშენებლობის მეთოდთან ერთად აღსანიშნავია სამშენებლო მასალების მაღალი ხარისხი, რაც ერთმნიშვნელოვნად განაპირობებს შენობის სიმტკიცეს.