პროექტების შერჩეული ნაკრები, რომელიც ასახავს ჩვენს ერთგულებას სიმარტივისა და მიზანმიმართული დიზაინის მიმართ.

დაგვიკავშირდით და მიიღეთ პრაქტიკული რჩევები, უახლესი ინფორმაცია და ახალი შეთავაზებები ჩვენი კონსულტანტისგან
კომპლექსის ერთ-ერთ მთავარ ფასეულობას წარმოადგენს 8 ჰექტრამდე ტერიტორიაზე განლაგებული პარკი, რომელიც მოიცავს:
პარკ ბულვარში ბავშვებისთვის შექმნილია მრავალფეროვანი სათამაშო მოედნები და უსაფრთხო ზონები, რომლებიც მანქანების მოძრაობისგან სრულად არის დაცული.
ეს სივრცე ოჯახებს სთავაზობს მშვიდ და ბედნიერ ყოველდღიურობას.
პარკ ბულვარი ქმნის კომფორტულ და მრავალფეროვან დასასვენებელ ზონებს ოჯახის თითოეული წევრისთვის - მათ შორის, ოთხფეხა მეგობრებისთვისაც.
ღია სივრცეები, უსაფრთხო გარემო და თავისუფალი მოძრაობის შესაძლებლობა ქმნის პირობებს, სადაც შინაური ცხოველები თავს მშვიდად და კომფორტულად გრძნობენ.
კომპლექსში მოწყობილია 4 განსხვავებული ტიპის სტადიონი, მრავალფეროვანი სავარჯიშო და სარბენი ზონები, თანამედროვე ტრენაჟორები და ველო ინფრასტრუქტურა.
პარკ ბულვარის სივრცე სრულად მორგებულია ჯანსაღ და აქტიურ ცხოვრების წესზე.
პარკ ბულვარის ტერიტორიაზე მოწყობილია 2 კმ სიგრძის ბულვარი, კომფორტული და უსაფრთხო სასეირნო სივრცე, სადაც გამწვანებული გარემო და თანამედროვე ინფრასტრუქტურა ჰარმონიულად ერწყმის ერთამენთს. ტერიტორია ადაპტირებულია ოჯახებისთვის, ბავშვებისთვის და ყველა ასაკის მაცხოვრებლისთვის, რაც მას ყოველდღიური დასვენებისა და სოციალიზაციის იდეალურ ადგილად აქცევს. ბულვარის ტერიტორიაზე მოქმედებს 24/7 ვიდეოკონტროლი და დაცვა, რაც პარკ ბულვარის რეზიდენტებისთვის მშვიდ და დაცულ გარემოს უზრუნველყოფს.
პარკში 5 კმ. სიგრძის ველობილიკია მოწყობილი. ბილიკი გამოყოფილია სამანქანე ტერიტორიისგან და სრულებით უსაფრთხოა, რაც მშვიდი და კომფორტული გადაადგილების საშუალებას ქმნის. პარკ ბულვარის ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად ერგება ჯანსაღი და დინამიური ცხოვრების სტილს. ჩვენი სივრცე აერთიანებს ბუნების სილამაზეს, აქტიურ ცხოვრებას და კომფორტს თითოეულ მობინადრისთვის.